ცნობილების ძვირად ღირებული ნივთები
03-11-2014
ცნობილების ძვირად ღირებული ნივთები
ცნობილი ადამიანები ხშირად იწონებენ თავს ექსკლუზიური ნივთებით, ცნობილი  ბრენდების სამოსითა და აქსესუარებით. მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსად მილიონიანი კაბებით არ დადიან და არც წითელ ხალიჩაზე გავლის ბედნიერება აქვთ, თუმცა, ეს ხელს სულაც არ უშლით, ლამაზად და გემოვნებით ეცვათ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ძვირად ღირებული სამოსი და აქსესუარებია ქართველი ცნობილი ადამიანების გარდერობში.

ზალიკო ბერგერი, დიზაინერი:
"ყველაზე ძვირად ღირებული პატეკ ფილიპის საათი მაქვს, რომელიც ნინა წკრიალაშვილმა მაჩუქა. მისი ფასი 20.000 ამერიკული დოლარია და
ახლაც ხელზე მიკეთია".

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: "ჩემს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინერის, მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი ჩექმაა, რომელიც ხელოვნების ნიმუშია - ერთ-ერთ ჩვენებაზე ჟურნალისტებს ამ ჩექმის მეტი არაფერი გა
დაუღიათ. დაახლოებით 1.000 ლარი ღირს, თუმცა, მე ეს თანხა არ გადამიხდია, მაჩუქეს. საერთოდ, ქართველმა დიზაინერებმა გამანებივრეს საჩუქრებით და გადამაჩვიეს ყიდვას. მაქვს ნინო გოგიბერიძის ყაბალახი, რომელიც აგრეთვე ხელოვნების ნიმუშია და ხელნაკეთია".

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი: "ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა საოცარი სიურპრიზი გამიკეთა - მანქანა არ მყავდა და დაბადების დღეზე   ღ-კლასის "მერსედესი" მაჩუქა. ის ჩემთვის ძმასავით არის და ამიტომ საჩუქარზე უარი არ მითქვამს. ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული რამ, რაც უჩუქებიათ. თუმცა, 15 ათას დოლარად ღირებული  Lონგინე -ის საათიც მაჩუქეს, ისიც ისეთმა ადამიანმა, ვისგანაც არ მომერიდა გამორთმევა".

ია ფარულავა, მსახიობი: "როგორ გგონიათ, დღევანდელ მაღალ კრიმინოგენულ ატმოსფეროში სახალხოდ უნდა ვთქვა, რა არის ჩემი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი? თუმცა, მაინც გეტყვით: ეს არის Hermess -ის ჩანთა, რომელიც 5.000 ევრო ღირს და ქურქი, მისი ფასი 10.000 ევროა და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, რომელიც შეუფასებელია".

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:
"ჩემს გარდერობში არ არის ძვირად ღირებული ნივთები, რაც მაქვს, ყველაფერი საშუალო ფასისაა. მილიარდერი რომ ვიყო, არ დავიშურებდი ფულს და ვიყიდდი ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთებს. სამწუხაროდ, არა გვაქვს მაღალი შემოსავალი, ამიტომ როგორც ყველა, ისე ვიცვამ. ძვირად ღირებული ერთადერთი რამ მაქვს - ვივიენ ვესტვუდის წითელი ჩანთა, ბაფთის ფორმა აქვს, და ივ-სენ ლორანის ფეხსაცმელები. ფასი არ ვიცი, მაჩუქეს, ალბათ, სამასი-ოთხასი დოლარი ღირს".


ნინო ჩხეიძე, მომღერალი:
- ყველაზე ძვირფასია ქურქი. მაქვს როგორც ძვირად ღირებული ბრენდები, ასევე   ZARA  და  H &M -ის ტანსაცმელი. მაქვს 10-ლარიანი ელასტიკიც, 300-დოლარიანი შარვალიც და  ძალიან ბევრი აქსესუარი.  
- Chanel -ის თაყვანისმცემელი ხართ.
- მიყვარს, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ჩაიცვამ. ძირითადად, ამ ბრენდის ფეხსაცმელები, აქსესუარები და ჩანთები მაქვს.


ყველაზე ძვირად ღირებული


ეს ფეხსაცმელი საიუველირო კომპანია  Hარრყ ჭინსტონ-ის დიზაინერმა რონალდ უინსტონმა შექმნა კინოფილმ "ოზის ქვეყნის ჯადოქრის" 50 წლის იუბილესთვის. ფილმის გმირ გოგონა ელის, რომელსაც ლაიზა მინელის დედა, ჯუდი გარლანდი ასრულებდა, ორიგინალური ლალისფერსტრაზებიანი ფეხსაცმელი ეცვა. საიუბილეო ფეხსაცმლის შექმნას 2 თვე და 4600 ცალი ლალისა და 50 კარატი ბრილიანტის თვალი დასჭირდა. ეს შედევრი 3 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ქეთი საგინაშვილი
maniaki eqimi
24 დეკემბერი 2014 22:38
გაქცეულა "ჩემი ტარიელი" ხალხნო.ისევ გერმანელებს შეაფარა თავი.იანასთან ....არ ჩერდებიან კაცებიიიიიიი............................
tailanduri
11 ნოემბერი 2014 08:27
ვენახებმა შენ კი არა გადარია ტარიელი,დაეძებდა მსუყე ლუკმას,ჯიბე ჰქონდა ცარიელი.
gavazeli
05 ნოემბერი 2014 17:38
ნინას მერსედესი აჩუქეს? ზოგს რა კეთილი მეგობარი ყავს, ბედი არ გინდა? ნინაც რა გულუხვი ყოფილა, ზალიკიასტვის რა "გრევი" გაუკეთებია. ალბათ ის პიპია ზალიკომ აჩუქა მაგიორში :)

რედაქტორის რჩევით