შთამბეჭდავი ფოტოს "ფასი" - კვირის პალიტრა

შთამბეჭდავი ფოტოს "ფასი"

ჩინეთში, ძილინის პროვინციის ქალაქ გუიჯოუს მახლობლად მდებარე ეროვნულ ნაკრძალში ე.წ. წითელთავა წეროები ბინადრობენ. აქ უამრავი ჩინელი მოყვარული ფოტოგრაფი ცდილობს, ველური ბუნების შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებას. წეროები მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ როგორც კი 46 წლის ლუ ახლო კადრების გადასაღებად წეროს მეტისმეტად მიუახლოვდა, ელვისებური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. "ჩანს, ლუს ეგონა, რომ წეროს მხოლოდ "ბავშვის მოყვანა" შეუძლია, კიდევ კარგი, ამსიგრძე ნისკარტის პატრონმა "ჩიტუნიამ" სულ არ გაწირა და მხოლოდ ერთხელ ჩაუნისკარტა მკლავში, თუმცა გვარიანად დაბეგვა და დაალურჯა. ლუმ გაბრაზებული ფრინველის დანახვაზე გაქცევა კი სცადა, მაგრამ წერო გამოენთო, წამში დაეწია და წააქცია", - ამბობს უიღბლო ფოტოგრაფის მეგობარი, რომელმაც ჩხუბის სცენები გადაიღო.