გაიხდი - ხმა დაბრუნდება! - კვირის პალიტრა

გაიხდი - ხმა დაბრუნდება!

მას შემდეგ, რაც მერაია ქერიმ ქმართან გაყრის გამო ხმა დაკარგა და მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ტოკიოში გამართულ კონცერტზე ვეღარ იმღერა, ყველას აინტერესებდა, რას იზამდა ტურნეს მომდევნო კონცერტზე ჩინეთის ქალაქ ჩენდუში. მრავალი კრიტიკოსი სუპერვარსკვლავის კარიერის დასასრულზეც კი ალაპარაკდა, თუმცა, თაყვანისმცემლებმა შესანიშნავი კონცერტი იხილეს - გამწარებულმა მერაიამ ისე გაიხადა, რომ "პერანგის ამხანაგი" მოუჩანდა, თუმცა მისი სიშიშვლე მაყურებელს სულ მალე დაავიწყა მომღერლის მართლაც გამორჩეულმა ხმამ...

- ბოლო დროს ძალიან ცუდად ვიყავი. ქმართან 6-წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ ისე ვნერვიულობდი, რომ გამუდმებით ვჭამდი მარწყვს ნაღებით. ალბათ, ცოტა გავსუქდი, - მორცხვად განუცხადა ფერზე მოსულმა მერაიამ ჟურნალისტებს.