მილას ისევ გოგონა ეყოლება - კვირის პალიტრა

მილას ისევ გოგონა ეყოლება

ნოემბრის დასაწყისში ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე მთავარი მოვლენა ორსული მილა იოვოვიჩის გამოჩენა გახდა. წითელ კაბაში გამოწყობილი სუპერვარსკვლავი სტუმრებს მეუღლესთან - რეჟისორ პოლ ანდერსთან ერთად წარუდგა. მილა სიამოვნებით პოზირებდა რეპორტიორების წინ და განაცხადა, რომ ისევ გოგონა ეყოლება.

- ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენი მომავალი შვილი ისევ გოგონა იქნება. გოგონაზე ვოცნებობდი, ყველა ბედნიერი ვართ, განსაკუთრებით - ჩვენი პატარა ევერ გაბო, რომელიც მირჩევს, არაფერი ვიყიდო და მომავალ დაიკოს მისი სამოსი ჩავაცვათ. ძალიან მომჭირნე შვილი მყავს, - განაცხადა  მსახიობმა.