მილას ისევ გოგონა ეყოლება
10-11-2014
მილას ისევ გოგონა ეყოლება
ნოემბრის დასაწყისში ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე მთავარი მოვლენა ორსული მილა იოვოვიჩის გამოჩენა გახდა. წითელ კაბაში გამოწყობილი სუპერვარსკვლავი სტუმრებს მეუღლესთან - რეჟისორ პოლ ანდერსთან ერთად წარუდგა. მილა სიამოვნებით პოზირებდა რეპორტიორების წინ და განაცხადა, რომ ისევ გოგონა ეყოლება.
- ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენი მომავალი შვილი ისევ გოგონა იქნება. გოგონაზე ვოცნებობდი, ყველა ბედნიერი ვართ, განსაკუთრებით - ჩვენი პატარა ევერ გაბო, რომელიც მირჩევს, არაფერი ვიყიდო და მომავალ დაიკოს მისი სამოსი ჩავაცვათ. ძალიან მომჭირნე შვილი მყავს,
- განაცხადა  მსახიობმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?