მსხვერპლი "სანიმუშო მამობისთვის" - კვირის პალიტრა

მსხვერპლი "სანიმუშო მამობისთვის"

ჩარლი შინმა ბოლო საყვარელზე, ყოფილ პორნოვარსკვლავ ბრეტ როსიზე აღარ იქორწინა. წყვილი დანიშნული იყო, ქორწილი ერთ თვეში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამნაცოლებმა და ხუთშვილიანმა ჩარლიმ გადაწყვიტა, "სანიმუშო მამა" გამხდარიყო და როსის გაშორდა. მსახიობი ჯენტლმენურად მოიქცა და ნიშნობისთვის ნაყიდი 100 000-დოლარიანი ბრილიანტისთვლიანი  ბეჭედი როსის სახსოვრად დაუტოვა.

- ჩვენ ეს ერთი წელი საუცხოოდ გავატარეთ, ვნახეთ მსოფლიო, ბევრი სურვილიც ავიხდინეთ. ბრეტი კარგი გოგოა, მაგრამ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი სიცოცხლე ცალ-ცალკე გავატაროთ. ვფიქრობ, ჩემი შვილები ჩემგან მეტ ყურადღებას იმსახურებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს სუპერვარსკვლავმა, რომლის სამივე ცოლი (დონა პილი, დენიზ რიჩარდსი და ბრუკ მიულერი) მსახიობი იყო.