"ვერსად დაგვემალები"
10-11-2014
"ვერსად დაგვემალები"
ოქტომბრის ბოლოს მეუღლის - მელანი გრიფიტისგან უკვე საბოლოოდ თავდახსნილ  ანტონიო ბანდერასს, რომელიც გაყრის პროცესის დასრულებამდე დროს ფრანგულ რივიერაზე, ახალგაზრდა გოგონების გარემოცვაში ატარებდა, ამჯერად ესპანეთის ქალაქ სანტანდერში მიაგნეს. პაპარაცებმა დაადგინეს, რომ სანაპიროზე მშვენიერ ლამაზმანთან ერთად მუქი სათვალით მოსეირნე წვერმოშვებული მაჩო სწორედ ანტონიო ბანდერასია. ყვითელმა პრესამ უმალ გაარკვია, რომ ანტონიოს რჩეული ქალბატონი ახალგაზრდა მოდელი ნიკოლ კემპელეა, რომელიც ჯერ კიდევ კანის კინოფესტივალზე შეამჩნიეს სუპერვარსკვლავთან ერთად. მაშინ ისინი ზღვისპირა რესტორნიდან კანის სანაპიროს მოშორებით მდებარე
სასტუმროსკენ კატარღით გაემგზავრნენ... სხვათა შორის, ამბობენ, რომ ნიკოლ კემპელე გაყრის მიზეზი არ ყოფილა და ეს მელანი გრიფიტის ინიციატივით მოხდა: "ჩვენ გავიყარეთ და მე ბედნიერი ვარ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო, ცხოვრება მშვენიერია", - განაცხადა მელანიმ.   


რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?