"მიყვარს, როგორც არასდროს" - კვირის პალიტრა

"მიყვარს, როგორც არასდროს"

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა ტვიტერი "ააფეთქა" - მას შემდეგ, რაც თავისი მეორე შვილის მშობიარობას დაესწრო და სამახსოვრო ფოტოები გამოაქვეყნა, სუპერვარსკვლავის გვერდი მილიონობით თაყვანისმცემელმა ნახა. "ბიჭუნა წონით 3,7 კგ-ია, რაც მთავარია, მისი დედაც კარგად არის და მიყვარს ისე, როგორც არასდროს", - დაწერა მომღერალმა. რობი უილიამსი 4 წლის წინ დაქორწინდა ამერიკელ ტელემსახიობ ეიდა ფილდზე. 2012 წლის 20 სექტემბერს წყვილს გოგონა თეოდორა შეეძინა, ახალდაბადებულისთვის კი მშობლებს სახელი ჯერ არ დაურქმევიათ.