სალდანას "პრემიერა" - კვირის პალიტრა

სალდანას "პრემიერა"

ოქტომბრის ბოლოს ლოს- ანჯელესში გაიმართა რეჟისორ ხორხე გუტიერესის მულტფილმის - "ცხოვრების წიგნი" - სადებიუტო ჩვენება. ფილმის შინაარსი "მაუგლის" მსგავსია, რომლის მთავარი გმირი ბოლოს ადამიანებთან ბრუნდება... პრემიერაზე რამდენიმე თვის ორსული მთავარი როლის შემსრულებელი, ჰოლივუდის მსახიობი ზოი სალდანა მივიდა. მას თან ახლდა მეუღლე, მხატვარი მარკო პერეგო. რასაკვირველია, სალდანა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბედნიერ ცოლ-ქმარს ტყუპი ვაჟი ეყოლება.

ზოის დედა დომინიკელია, მამა - პუერტორიკოელი, მის ძარღვებში ლიბიური, ირლანდიური, იამაიკური და ინდიელთა სისხლი ჩქეფს. სუპერვარსკვლავი ინგლისურის გარდა, ბრწყინვალედ ფლობს ესპანურ ენას.