40 წლის ვარსკვლავი: "ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ" - კვირის პალიტრა

40 წლის ვარსკვლავი: "ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი და მუსიკოსი ხოაკინ ფენიქსი 28 ოქტომბერს 40 წლის გახდა. ხოაკინი  სექტა "ღმერთის შვილების" მისიონერთა ოჯახში დაიბადა, რომელიც მთელ სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა. 10 წლისას უკვე იღებდნენ რეკლამებსა და ტელევიზიაში.

ნარკოტიკების ჭარბი დოზით უფროსი ძმის დაღუპვამ ხოაკინს თავზარი დასცა. მძიმე დეპრესიის გამო ყველაფერი დიდი ხნით მიატოვა. მერე კინოს დაუბრუნდა, რათა წარმატებები ძმის ხსოვნისთვის მიეძღვნა.

ხოაკინი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა. სამჯერ იყო "ოსკარის" ნომინანტი, ერთ-ერთ ცერემონიაზე მან თავისი უფროსი და, რეინიც მიიყვანა...

40 წლის ხოაკინი უცოლოა,  აცხადებს, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რომ ცოლის მოყვანაზე იფიქროს, თანაც "ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, წინ აღუდგეს ქალის სილამაზეს".

ადრე ფენიქსი ლივ ტაილერის მიჯნური გახლდათ, ახლა კი 19 წლის მუსიკოსი ელი ტაილზი უყვარს.

ვარსკვლავი თავგამოდებული ცხოველთა დამცველი და მკაცრი ვეგეტარიანელია.