რატომ არ ირთავს დიკაპრიო ცოლს?
17-11-2014
რატომ არ ირთავს დიკაპრიო ცოლს?
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო 11 ნოემბერს 40 წლის გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობა ამ დროს უკვე დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავთ. ლეოს კი საშველი არა და არ დაადგა, რის გამოც დედამისი, ირმელინი, ძალიან დარდობს. თავის დროზე ჰოლივუდის სასიძოს შეყვარებულები იყვნენ მზეთუნახავი მოდელები: ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფელი, კარლა კლოსი, ტონი ჰარნი, მსახიობი ბლეიკ ლაივლი...
ჰოლივუდში უკვე ჭორაობენ, რომ ლეოს ქალები მაინცდამაინც არ აინტერესებს და სინამდვილეში მხოლოდ სიყრმის მეგობარი და კოლეგა - 38 წლის
მსახიობი ლუკას ჰაასი უყვარს. 7 წელია, ლუკასი დიკაპრიოს სახლში ცხოვრობს, თუმცა თავადაც მდიდარია - ჰოლივუდის 40-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ლუკასი დიკაპრიოს ყველგან დაჰყვება - უცხოეთში მგზავრობისას, ჰოლივუდის წვეულებებზე,  სპორტულ შეჯიბრებებსა თუ საქველმოქმედო ღონისძიებებზე. ყვითელი პრესა ამტკიცებს, რომ დიკაპრიოს რომანები ლამაზმანებთან მხოლოდ საფარველია. სინამდვილეში მას მხოლოდ
ლუკას ჰაასთან ყოფნა სურს.
მართალია, სუპერვარსკვლავმა არაერთხელ განაცხადა, გეი არ ვარო, მაგრამ უკვე ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი, მით უმეტეს, რომ იუბილარმა დაბადების დღე მხოლოდ ლუკას ჰაასთან ერთად აღნიშნა.   








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით