"ციცქნა გოჭი" ესთერი - კვირის პალიტრა

"ციცქნა გოჭი" ესთერი

ორიოდე წლის წინ კანადელმა სტივ ვესტერმა საკმაოდ ძვირად შეიძინა მეტად პოპულარული ოთახის ჯუჯა ღორი, ანუ "მინი-პიგი"... ციცქნა გოჭი "ესთერი"  ხელისგულზე ეტეოდა, სამაგიეროდ, შესანიშნავი მადა აღმოაჩნდა და ორ წელიწადში 227 კგ-იან უშველებელ ღორად იქცა - ჯუჯად შემოპარებული ესთერი ჩვეულებრივი ჯიშის იაფფასიანი ღორი აღმოჩნდა, თუმცა მშობლიური სახლის დატოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

მთელი ოჯახისთვის ის ჩვეულებრივი ოთახის ცხოველია, რომელსაც ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც  მის ძაღლებსAა და კატას. ესთერს მათთან ერთად სძინავს, ბანაობს გასაბერ აუზში, მიირთმევს ყველანაირ საჭმელს, თუმცა ყველაზე უფრო პატრონთან ერთად ყოფნა უყვარს - "ჩემს ტახტზე წევს და ტელევიზორს ჩემთან ერთად უყურებს. ოჯახში ხორცს არ ვჭამთ, ჩანს, ესთერმა იცის, რომ ბიფშტექსად ქცევა არ ემუქრება და ამიტომაც გამითამამდა", - ხუმრობს "ჯუჯას" პატრონი.