მშვიდობიანი ტახები - კვირის პალიტრა

მშვიდობიანი ტახები

ინგლისში მწვავედ დგას გარეული ღორების ლიკვიდაციის საკითხი. ხოცავენ არა მარტო ზრდასრულებს, არამედ გოჭებსაც. ქვეყნის სამხრეთში მდებარე დინის ტყეშიც მათი პოპულაცია რამდენჯერმე შემცირდა, რადგან იქაურებს ტახები მძვინვარე  ცხოველებად მიაჩნიათ და მათთან შეხვედრა მეტად სახიფათოდ ითვლება.

ადგილობრივი ხელისუფლება საშიში ცხოველების სრულ ლიკვიდაციას გეგმავდა, თუმცა მათ დამცველი გამოუჩნდათ - ფოტოგრაფი დევიდ სტეინერი. "რასაკვირველია, ტახები ხანდახან ესხმიან თავს ადამიანს, მაგრამ ეს ადამიანის გაუფრთხილებლობით ხდება, მშვიდობისმოყვარეს კი არას ერჩიან. მათ  ხშირად ვუღებ სურათებს. ხანდახან მთელი კოლტის თავშეყრის ადგილზეც კი მივდივარ, მაგრამ არ მერჩიან. შემიძლია ხელითაც ვკვებო. არ შეიძლება მათი გაწყვეტა", - ამბობს აღშფოთებული სტეინერი.