დემის შვილებიც გაახსენდა - კვირის პალიტრა

დემის შვილებიც გაახსენდა

51 წლის დემი მურსაც სურს სანიმუშო დედა გახდეს. მან თავი დაანება ახალგაზრდა საყვარლების ძებნას და გადაწყვიტა, მთელი დრო შვილებს მიუძღვნას - მით უმეტეს, რომ მისი და ბრუს უილისის უმცროსი ქალიშვილი ტალულა ახლახან გამოეწერა სარეაბილიტაციო კლინიკიდან, სადაც ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან მკურნალობდა.

დემი და ტალულა ერთად დადიან ფსიქოთერაპიის კურსებზე. უფროსი ქალიშვილი, 26 წლის რუმერი კი შეყვარებულმა, 32 წლის მსახიობმა რიკი უითლმა მიატოვა.

"შევეგუე იმას, რომ ვბერდები, შევეგუე კეტჩერის წასვლას", - ამბობს დემი, რომელმაც ყოფილ ქმარს მილა კუნისთან გოგონას გაჩენა მიულოცა. ჩვილის პატივსაცემად გამართულ წვეულებას დემი ტალულასთან ერთად დაესწრო და პატარას ქაშმირის საბავშვო საბანი აჩუქა.