ტარანტინო - "მორჩა კინო" - კვირის პალიტრა

ტარანტინო - "მორჩა კინო"

საკულტო რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ახლახან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ბოლო ფილმის, "საზიზღარი რვიანი", დასრულებისთანავე კინემატოგრაფის დატოვებას აპირებს.  51 წლის რეჟისორი მიიჩნევს, რომ საჭიროა დროულად წასვლა და გზის დათმობა ახალგაზრდა რეჟისორებისთვის.

"ღირსეულად უნდა წახვიდე. არ უნდა ელოდო, სანამ მიგანიშნებენ, რომ გაჩერების დროა. თანაც უნდა წახვიდე მაშინ, როცა შენგან ჯერ კიდევ ბევრს ელიან.  მომავალში ვგეგმავ პიესებისა და რომანების წერას, მათი სიუჟეტები ძირითადად ჩემი ბავშვობის მოგონებებზე იქნება დაფუძნებული. მართალია, მტკიცედ გადავწყვიტე კინოდან წასვლა, კიდევ ერთი ფილმისთვის რამე კარგ იდეაზე მაინც არ ვიტყოდი უარს", - განაცხადა ტარანტინომ.