სპილოების სამოთხე - კვირის პალიტრა

სპილოების სამოთხე

სამხრეთ აფრიკაში, სადაც ახლა ზაფხულია, ეროვნული ნაკრძალის თანამშრომლებმა კარგად იციან, თუ რა უყვართ სპილოებს. ამიტომ მათთვის სულაც არ იყო ძნელი გოლიათი ცხოველებისთვის "სამოთხის" მოწყობა - ნაკრძალის ტერიტორიაზე პატარა მინდორს მანამდე რწყავდნენ, სანამ იქაურობა კარგად არ ატალახდა. ცოტა ხანში მოშორებით მდგომი ტურისტები თავად დარწმუნდნენ, რომ დიდი სპილოებისა თუ სპლიყვების ნეტარებას საზღვარი არ ჰქონდა.