მამის კვალზე
01-12-2014
მამის კვალზე
სკანდალურმა ამერიკელმა მომღერალმა, 21 წლის მაილი საირუსმა, თვალი არნოლდ შვარცენეგერისა და მსახიობ მარია შრაივერის 21 წლის ვაჟს, პატრიკს დაადგა. უკვე 2 თვეა, ისინი ერთად ატარებენ თავისუფალ დროს, თუმცა, ახალგაზრდების სერიოზულ ურთიერთობას მარია შრაივერი გადაეღობა. დედა სასტიკი წინააღმდეგია, მისი შვილი ასეთ სექსუალურ სკანდალისტთან ერთად იყოს და კატეგორიულად მოითხოვს ამ ურთიერთობის შეწყვეტას!
67 წლის არნოლდი კი შვილის არჩევანს არ ეწინააღმდეგება. ეს გასაგებიცაა - ჭარმაგი "ტერმინატორი" დროს არ კარგავს,   ლოს-ანჯელესის ქუჩებში საყვარელს, 39
წლის ჰიზერ მილიგანს   თავისი 2,25 მლნ დოლარიანი "ბუგატი ვეიერონით" დააქროლებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით