"სამსახურებრივი რომანი"
01-12-2014
"სამსახურებრივი რომანი"
ტომ კრუზს სამსახურებრივი რომანი აქვს. მორიგი გაყრის შემდეგ, 53 წლის სუპერვარსკვლავი, როგორც ჩანს, სერიოზულად არის შეყვარებული. მისი "ტრფობის საგანი" მასზე 31 წლით უმცროსია, მაგრამ კრუზს ეს სულაც არ აღელვებს. პაპარაცებმა და ყვითელმა პრესამ დაადგინეს, რომ გოგონას, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოინადირა, ემილი ჰქვია და რეჟისორის ასისტენტად მუშაობს სერიალის, "მისია შეუსრულებელია", მორიგ ფილმზე. გადასაღებ მოედანზე ისინი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ და შესვენებების დროსაც კი ერთმანეთს არ შორდებიან. თვითმხილველთა
მტკიცებით, ტომი პატარა ბიჭივითაა აღელვებული, განუწყვეტლივ ხითხითებს და ცდილობს, ემილის რამენაირად შეეხოს. გადამღები ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მათ უყვართ ერთმანეთი. როგორც ამბობენ, მსახიობის გრძნობა სერიოზულია და ამ რომანს გაგრძელება აუცილებლად ექნება.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით