რობერტ პატინსონი პაპარაცებს გაურბის - კვირის პალიტრა

რობერტ პატინსონი პაპარაცებს გაურბის

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა, პოპულარულ ვამპირთა საგა "ბინდბუნდის" მთავარმა გმირმა რობერტ პატინსონმა "ბევერლი ჰილზში" მშვენიერი სახლი იყიდა, თუმცა იძულებული გახდა, რამდენიმე თვეში გაეყიდა.

ყველაფრის მიზეზი კი... პაპარაცების გადამეტებული ყურადღება აღმოჩნდა. "ლოს-ანჯელესში ცნობილი პიროვნებები, თუნდაც მილიონიან სახლებში ცხოვრობდნენ, არაფრისგან არიან დაცულნი. ნებისმიერს შეუძლია მათ ტერიტორიაზე შეიპაროს და ბუჩქებში ჩამალულმა გადაიღოს, მაგალითად, როგორ ბანაობთ აუზში შიშველი", - ამბობს აღშფოთებული პატინსონი. გაბეზრებული მსახიობი ახლა უბრალო კოტეჯის ერთ ოთახში ცხოვრობს, მთელი მისი ქონება ერთ ჩემოდანში ეტევა და თავს უაღრესად ბედნიერად გრძნობს.