რატომ დუმს ანჯელინა?
01-12-2014
რატომ დუმს ანჯელინა?
ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ კინემატოგრაფში ყველაზე მეტად ახლა სარეჟისორო საქმიანობა იტაცებს და ვიდრე მსახიობობას მიატოვებს, რამდენიმე ფილმის გადაღებას აპირებს თავისი და მეუღლის, ბრედ პიტის მონაწილეობით. ჯოლი მალტაზე უკვე იღებს ფილმს, სამუშაო სახელწოდებით "ზღვასთან". მასში ანჯელინა და ბრედი ცოლ-ქმრის როლებს თამაშობენ.

რეჟისორობის პარალელურად, ანჯელინა აპირებს გააგრძელოს მუშაობა, როგორც  გაეროს კეთილი ნების ელჩმა ჰუმანიტარული კატასტროფების შედეგების აღმოსაფხვრელად. ამისთვის უკვე დააფუძნა რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი
და მონაწილეობს მსხვილ პოლიტიკურ შეხვედრებში ამერიკასა და ევროპაში. და ამ დროს მოულოდნელად მსოფლიოს ქსელები შეძრა ჯოლის ახალმა ტატუმ, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები გააოგნა.

საქმე ის არის, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ ინსტაგრამში თავის ოფიციალურ გვერდზე დადო ფოტო, რომელზეც სუპერვარსკვლავის მკერდს უზარმაზარი ტატუ-წარწერა ამშვენებს. ფოტოს ახლავს ტესტინოს კომენტარიც: "საოცარი იდეაა. ანჯელინამ მკერდზე ტატუდ
ფილმ "გაუტეხელის" სცენარიდან პირველი წინადადებები გაიკეთა". მართალია, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ხუმრობაა და ტესტინოს ფოტო ფოტოშოფია, მაგრამ მან უკვე მოიარა მსოფლიო.  ანჯელინას  თაყვანისმცემლებს ყველაზე უფრო ის აშინებს, რომ მათი კერპი  კომენტარს არ აკეთებს!  


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით