ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი
08-12-2014
ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი
ავსტრალიის ქალაქ დარვინ-სითიში  მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალურად მიჩნეული ატრაქციონია.  გამჭვირვალე დამცავ კონტეინერში მყოფ ადამიანებს 20 წუთით აუზის სიღრმეში უშვებენ, სადაც უზარმაზარი ნიანგი დაცურავს. სინამდვილეში ატრაქციონი "კროკოზავრების ყურე" ნაკრძალია, სადაც 100 ნიანგი, 40 კუ, უამრავი ხვლიკი და თევზი ბინადრობს.  ნაკრძალში უმეტესობა  ცხოველების  დასათვალიერებლად მიდის, მაგრამ ბევრს საკუთარი თავის გამოცდა ე.წ. "სიკვდილის გალიაში" სურს. "გალია" ზემტკიცე მინისგან არის დამზადებული და უსაფრთხოა. მასში შეQღწევა გიგანტური რეპტილიისთვის შეუძლებელია,  თუმცა, მინის ზედაპირს კარგად ეტყობა საშინელი კბილების
ნაკაწრები.  ნიანგები საკვების დანახვისას ბუნებრივად იქცევიან, რაც საშიშროების ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით