კიდმანმა ჰოლივუდის "გმირი დედობა" მოისურვა
08-12-2014
კიდმანმა ჰოლივუდის "გმირი დედობა" მოისურვა
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავებში მრავალშვილიანობა მოდად იქცა - ნიკოლ კიდმანი აცხადებს, რომ კიდევ 4 შვილის ყოლა სურს! 47 წლის ვარსკვლავს ტომ კრუზთან ქორწინებიდან ნაშვილები ქალ-ვაჟი დარჩა. ამჟამინდელ ქმართან - მომღერალ კიტ ურბანთან ორი გოგონა აგააჩინა. მაგრამ  გაჩერებას არ აპირებს - "მრავალშვილიანი გვარიდან ვარ, 4 ბავშვი მყავს, ჩემს დას - 6, ისევე, როგორც დედაჩემს... კარგი იქნება, კიდევ 4 ბავშვს თუ გავაჩენ", - განაცხადა ახლახან კიდმანმა. ყვითელი პრესა ირონიულად წერს, - ჩანს, ნიკოლს სურს,
აქ მაინც იყოს პირველი: კოლეგა-სუპერვარსკვლავებს - 6-შვილიან ჯოლისა და პიტის გაუსწროს და ჰოლივუდის ყველაზე მრავალშვილიანი დედა გახდესო.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?