"შვილებიც დაძმაკაცდნენ" - კვირის პალიტრა

"შვილებიც დაძმაკაცდნენ"

შარლიზ ტერონის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დასრულდა გადაღება მელოდრამისა "უკანასკნელი სახე", რომელშიც 39 წლის შარლიზი თავის შეყვარებულთან - 54 წლის შონ პენთან ერთად თამაშობდა. სამუშაო მძიმე გამოდგა, მით უმეტეს, რომ ფილმის რეჟისორი თავად შონი გახლდათ. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ისვენებს და მალიბუს მზიან ქუჩებში სეირნობს. საინტერესო ისაა, რომ ამასობაში მათი შვილებიც დაძმაკაცდნენ - შონ პენის 21 წლის ვაჟი ჰოპერ ჯეკი და შარლიზ ტერონის ნაშვილები ბიჭუნა 3 წლის ჯექსონი. "ამ ყველაფრით მამაჩემი ბედნიერია", - განუცხადა ჟურნალისტებს შონ პენის 23 წლის ქალიშვილმა დილანმა.