გაგას "ფსევდოორსულობა" - კვირის პალიტრა

გაგას "ფსევდოორსულობა"

ლედი გაგამ იცის თავისი თაყვანისმცემლების ყურადღება როგორ მიიქციოს - რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ისეთ ბრჭყვიალა წითელ კაბაში გამოკვართული მოვიდა, რომელშიც "საეჭვოდ" ჩანდა სუპერვარსკვლავის დამრგვალებული მუცელი. ყველამ ივარაუდა, რომ გაგა შეყვარებულისგან - ტეილორ კინისგან ელოდა ბავშვს. "აფერისტი" გაგა მუცელს ეფერებოდა და შეთქმულივით იღიმებოდა, თუმცა, თაყვანისმცემლები ვერ მოატყუა - მათ ქსელები გაქექეს და პაპარაცების სულ რამდენიმე დღის წინანდელი  ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც გაგას ორსულობისა არაფერი ეტყობა.