პენეტიერის და კლიჩკოს გოგონა ეყოლათ - კვირის პალიტრა

პენეტიერის და კლიჩკოს გოგონა ეყოლათ

ჰოლივუდის მსახიობ ჰაიდენ პენეტიერისა და ვლადიმირ კლიჩკოს გოგონა ეყოლათ. ბავშვი ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დეკემბრის საღამოს დაიბადა. სახელგანთქმულ მოკრივეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვილის ქვეყნად მოვლინებას პირადად დასწრებოდა. თუმცა, ასე იყო თუ არა, პაპარაცებმა ვერაფერი გაარკვიეს. ოჯახი არც გოგონას სახელს და პარამეტრებს ამხელს. წყვილმა ბავშვის დაბადებამდე ვერც ჯვრის დაწერა მოასწრო - ქორწინებას ჯერ უკრაინის ამბებმა შეუშალა ხელი, ბოლოს კი რამდენიმე თვის ორსულმა მსახიობმა უარი თქვა საპატარძლო კაბის ჩაცმაზე. "ქორწილი აუცილებლად იქნება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მშობიარობის მერე ფორმაში ჩავდგები", - განმარტა პენეტიერიმ.