დეპის და ჰერდის ქორწილი აღარ იქნება - კვირის პალიტრა

დეპის და ჰერდის ქორწილი აღარ იქნება

წელს ჯონი დეპის მილიონობით თაყვანისმცემელი ელოდა, რომ ჰოლივუდის მეგავარსკვლავი ბოლოს და ბოლოს, ჯვარს დაიწერდა თავის  რჩეულზე - მსახიობ ემბერ ჰერდზე. მათი ურთიერთობა მღელვარედ ვითარდებოდა, წყვილი ყველა ღონისძიებაზე ხელიხელჩაკიდებული ჩნდებოდა, სასიძომ საპატარძლოს ერთის ნაცვლად 3 ნიშნობის ბეჭედი უყიდა... ახლახან კი გავრცელდა ჭორი, რომ ქორწილი აღარ იქნება, თუმცა, ჯონის 28 წლის მსახიობი კვლავ უყვარს. ამბობენ, რომ ემბერმა თავად შეაჩერა ქორწილის სამზადისი, რადგან საბოლოოდ ვერაფრით გადაწყვიტა - დაუკავშიროს თუ არა ბედი 51 წლის მამაკაცს. თანაც ემბერს სხვა მამაკაცებთან ფლირტი არ აკლია და აშკარაა, ქორწინება მის უახლოეს გეგმებში არ შედის.

ეტყობა, ეს იყო მიზეზი, რომ გულდაწყვეტილი დეპი ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე ნასვამი მივიდა და საზოგადოება უცენზურო სიტყვებით გაოცებული დატოვა...