ცოცხალი ვარ, ცოცხალი! - კვირის პალიტრა

ცოცხალი ვარ, ცოცხალი!

მაიკლ დუგლასის სახელგანთქმულ მამას, კირკ დუგლასს 9 დეკემბერს 98 წელი შეუსრულდა. ამერიკულმა პრესტიჟულმა ჟურნალმა "ფიფლმა" კი ახლახან დაბეჭდა ე.წ. "ჰოლივუდის ოქროს თაობის" უკანასკნელი წარმომადგენლის წინასწარ გამზადებული ნეკროლოგი. საქმიანად დაწერილი თბილი გამოსათხოვარი, რომელმაც ქვეყანაში დიდი სკანდალი და უკმაყოფილება გამოიწვია, იწყებოდა სიტყვებით: "არ გამოაქვეყნოთ", რაც ამტკიცებს, რომ სტატია ჟურნალში დაუდევრობით მოხვდა. მსგავსი შეცდომა სხვა დიდ გამოცემებსაც მოსვლია. ყოველივე ამას ყველაზე მეტად შეეფერება გენიალური მარკ ტვენის ცნობილი ფრაზა: "ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ მეტისმეტად გადაჭარბებულია".  მოულოდნელი ის არის, რომ რედაქციას შეცდომა არ უღიარებია და არც ბოდიში მოუხდია, რატომღაც არც დუგლასების წარმომადგენლები ძრავენ კრინტს...