მესამე და საბოლოო! - კვირის პალიტრა

მესამე და საბოლოო!

სუპერვარსკვლავი მილა იოვოვიჩი მეორე ბავშვს ელოდება. ამჟამად მილა და მისი მესამე ქმარი, რეჟისორი პოლ ანდერსონი შინ ჩვილის ოთახს ამზადებენ. მათი გოგონა ევერ გაბო ანდერსონი უკვე 7 წლისაა. პაპარაცებმა კი დაადგინეს, რომ მილა გვარის შესაცვლელადაც ემზადება: ის სასამართლოს შენობაში შეამჩნიეს საბუთებით სავსე დიდი საქაღალდით. მისი გვარი "დაგრძელდება"    და ის მილა იოვოვიჩი-ანდერსონი გახდება. მილამ გადაწყვიტა, გვარი გოგონასაც  შეუცვალოს, რომელიც ევერ გაბო იოვოვიჩი-ანდერსონი იქნება. ცხადია, ასეთივე გვარი ექნება მომავალ პატარასაც. როგორც ყვითელი პრესა ირონიულად აღნიშნავს, აშკარაა, რომ მილა მეტად აღარ აპირებს გათხოვებას და ოჯახი მტკიცე იქნება. მილა იოვოვიჩის პირველი ქმარი მსახიობი შონ ენდრიუსი გახლდათ, მეორე კი გამოჩენილი რეჟისორი ლუკ ბესონი.