როგორ "ავაფეთქოთ" ლონდონი... - კვირის პალიტრა

როგორ "ავაფეთქოთ" ლონდონი...

ტაბლოიდების თქმით, დეკემბერში ლონდონი "აფეთქდა", რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კომპანია "ვიქტორია სიკრეტის"  ყოველწლიურ შოუსთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში "მის მსოფლიო-2014"-ის”კონკურსიც გაიმართა! "

2 დეკემბერს "ვიქტორია სიკრეტის" ტრადიციულ შოუში, რომელიც 1995 წლიდან იმართება ლონდონის საგამოფენო ცენტრში, 47 მოდელი მონაწილეობდა, მათგან 10 - პირველად. კომპანია თავისი თეთრეულის უმაღლეს წრეებში რეკლამირებას ცდილობს და ყველაზე პოპულარულ მოდელებს იწვევს, რის გამოც ამ შოუს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. წელს შოუში მონაწილეობდნენ: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, ჯორდან დანი, ედ შირანი, ლილი დონალდსონი და სხვა ვარსკვლავები.

საინტერესოა, რომ კომპანიის ორი მთავარი  "ანგელოზი" - ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა პოდიუმზე ერთად წელს პირველად გავიდნენ. თითოეული სუპერვარსკვლავის სამკაულისა და თეთრეულის ღირებულება, რომელთა შექმნაზე 1380 საათი დაიხარჯა, 2 მლნ დოლარს აღწევდა.

'14 დეკემბერს კი ლონდონში "მის მსოფლიო-2014"-ის საფინალო კონკურსიც შედგა, რომელAშიც მონაწილეობდა 122 კონკურსანტი. გაიმარჯვა სამხრეთაფრიკელმა როლის სტრაუსმა. მეორე ადგილზე უნგრელი ედინა კულშარი, ხოლო მესამეზე - ამერიკელი ელიზაბეთ საფრიტი გავიდნენ.

გამარჯვებული როლის სტრაუსი სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს გოლფის თამაშობს და ველოსიპედით სეირნობს. გარდა ამისა, მშვენივრად უკრავს ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე...