როგორ "ავაფეთქოთ" ლონდონი...
22-12-2014
როგორ "ავაფეთქოთ" ლონდონი...
ტაბლოიდების თქმით, დეკემბერში ლონდონი "აფეთქდა", რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კომპანია "ვიქტორია სიკრეტის"  ყოველწლიურ შოუსთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში "მის მსოფლიო-2014"-ის”კონკურსიც გაიმართა! "

2 დეკემბერს "ვიქტორია სიკრეტის" ტრადიციულ შოუში, რომელიც 1995 წლიდან იმართება ლონდონის საგამოფენო ცენტრში, 47 მოდელი მონაწილეობდა, მათგან 10 - პირველად. კომპანია თავისი თეთრეულის უმაღლეს წრეებში რეკლამირებას ცდილობს და ყველაზე პოპულარულ მოდელებს იწვევს, რის გამოც ამ შოუს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. წელს შოუში მონაწილეობდნენ: ადრიანა ლიმა, ალესანდრა
ამბროსიო, ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, ჯორდან დანი, ედ შირანი, ლილი დონალდსონი და სხვა ვარსკვლავები.

საინტერესოა, რომ კომპანიის ორი მთავარი  "ანგელოზი" - ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა პოდიუმზე ერთად წელს პირველად გავიდნენ. თითოეული სუპერვარსკვლავის სამკაულისა და თეთრეულის ღირებულება, რომელთა შექმნაზე 1380 საათი დაიხარჯა, 2 მლნ დოლარს
აღწევდა. 

'14 დეკემბერს კი ლონდონში "მის მსოფლიო-2014"-ის საფინალო კონკურსიც შედგა, რომელAშიც მონაწილეობდა 122 კონკურსანტი. გაიმარჯვა სამხრეთაფრიკელმა როლის სტრაუსმა. მეორე ადგილზე უნგრელი ედინა კულშარი, ხოლო მესამეზე - ამერიკელი ელიზაბეთ საფრიტი გავიდნენ.

გამარჯვებული როლის სტრაუსი სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს გოლფის თამაშობს და ველოსიპედით სეირნობს. გარდა ამისა, მშვენივრად უკრავს ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე...






მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით