2015 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
29-12-2014
2015 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
თხის წლის ზოგადი დახასიათება

პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


თხის წლისთვის დამახასიათებელია ცვლილებები, ამიტომ 2015 წელს მოვლენების მშვიდი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. ბუნებრივია, ეს მერყეობა ადამიანებისთვისაც დამახასიათებელი იქნება, თუმცაღა, სწორედ არასტაბილურობა უბიძგებს ადამიანებს ახალი ინიციატივების გამოვლენისკენ, ახალი საქმეების წამოწყებისკენ, ახალი კავშირების დამყარებისკენ.

დამდეგი წლისთვის დამახასიათებელია ჭირვეულობა, მერყეობა და პერიოდულად სასოწარკვეთა. ამ ნეგატიური თვისებების გამოვლენა აისახება განვითარებულ მოვლენებზეც და მოსალოდნელია გაართულოს ადამიანებთან კარგი ურთიერთობების დაწყება. ამიტომ უნდა გაძლიერდეს ოპტიმიზმისა და პოზიტივის გამოვლენა.
ამ წელს
მატერიალური ასპექტები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სულიერი, ამიტომ ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება სამსახური, კარიერა და ფინანსები, ვიდრე სულიერი, მეტაფიზიკური თუ რელიგიური საკითხები.

2015 წლის ყველაზე რთული პერიოდი პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება. ყველაზე კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის პირველი ნახევარი, შემდეგ კი
ნოემბერი და დეკემბერი.


ვერძი

კარიერა და სამსახური
.  2015 წელს ვერძს კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების უნარი და კომპრომისზე წასვლა გამოადგება. ხელსაყრელი იქნება საკუთარი საქმის დაწყება.
ფინანსები. ამ წელს მოსალოდნელია შემოსავლების ახალი წყაროს გაჩენა. 

ჯანმრთელობა. ვერძის ენერგეტიკა 2015 წელს შედარებით დაქვეითებული იქნება, რაც მოსალოდნელია იმუნიტეტის დასუსტების მიზეზად იქცეს. სასურველია სწორი კვება და ვარჯიში, ყურადღების გამახვილება სტრესულ სიტუაციებზე.

სიყვარული. 2015 წელს ვერძი მამაკაცები შეძლებენ მეორე ნახევრის პოვნას, ვერძი მანდილოსნების ცხოვრებაში კი ოჯახის შექმნისთვის სასიკეთო პერიოდი თებერვლიდან ივნისამდე იქნება.

კურო

კარიერა და სამსახური. კუროს სამსახურში ცვლილებები ელის, შესაძლოა, წლის პირველ ნახევარში პოზიციები დაკარგოს, თუმცა, წლის მეორე ნახევარში წინსვლა ელის. გაუჩნდება დაფარული ნიჭის გამოვლენის საშუალება.
ფინანსები. ფინანსური მდგომარეობა მერყევი და არასტაბილური იქნება, ამიტომ კუროსთვის რისკზე წასვლა არ იქნება სასურველი. ყურადღებას მოითხოვს უძრავ ქონებასა და ფულის სესხება-გასესხებასთან დაკავშირებული საკითხები.

ჯანმრთელობა. ამ წელს კუროს ჯანმრთელობა დიდ პრობლემებს არ შეუქმნის.  უარი უნდა თქვას ალკოჰოლის ჭარბად მიღებასა და არასწორ კვებაზე.

სიყვარული
. კურო მანდილოსნებს  შესაძლოა, ამ წელს დიდი გრძნობა ეწვიოთ და ვისაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. კურო მამაკაცებს თუ სიყვარულის უფრო განმტკიცება სურთ, კომპრომისზე უნდა წავიდნენ და პარტნიორს  ყურადღებით მოეკიდონ.

ტყუპი


კარიერა და სამსახური
. ამ ნიშნით დაბადებულებს 2015 წელს მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა ელის.
ფინანსები. ტყუპს ოპტიმიზმი და გამჭრიახობა მთელი წლის მანძილზე კარგ სამსახურს გაუწევს. ინდივიდუალურ საქმიანობასთან შედარებით კოლექტიური შრომა გაცილებით ეფექტური აღმოჩნდება როგორც პროფესიონალური, ისე ფინანსური კუთხით.

ჯანმრთელობა. სასურველია, ტყუპმა წლის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს სასუნთქ და ძვალსახსროვან სისტემებს.   

სიყვარული.
ტყუპი მანდილოსნების აქტიური ხასიათი სიყვარულში წარმატების მიღწევას განაპირობებს. ისინი მთელი წლის განმავლობაში სიყვარულის ძიებაში იქნებიან, თუმცა, თხის წელში დაქორწინების შანსი არცთუ დიდი იქნება. დაუოჯახებელ ტყუპ მამაკაცებს კი მხურვალე რომანები ან ქორწინება ელის, დაოჯახებულების ოჯახური ცხოვრება ამ წელს მტკიცე და ბედნიერი იქნება.


კირჩხიბი


კარიერა და სამსახური. საქმიანობაში კირჩხიბს 2015 წლის პირველივე თვეებში გართულებები ელის, გაუძნელდება ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. მას, ვისაც მერყევი ხასიათი აქვს და საკუთარი პოზიციის დაცვა უჭირს, შესაძლოა, სამუშაო ადგილის გამოცვლამაც მოუწიოს. 

ფინანსები. ეს წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი ნამდვილად არ იქნება. არ არის გამორიცხული, კირჩხიბს მსხვილი თანხების გაცემამაც მოუწიოს და ეს, ძირითადად,  უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული.

ჯანმრთელობა.
წლის დასაწყისში კირჩხიბს მოუწევს ნერვულ სისტემაზე ზრუნვა. ყურადღება უნდა მიაქციოს კანსა და გარეგნობას, მით უმეტეს, რომ წლის მეორე ნახევარი კარგი პერიოდი იქნება კოსმეტოლოგიური ჩარევისთვის.

სიყვარული. კირჩხიბი მამაკაცების იმ ნაწილისთვის, რომელიც გაუბედაობით გამოირჩევა,  სასიკეთო არ იქნება. ინიციატივიან კირჩხიბ მამაკაცებს  გაუმართლებს - ისინი დაიწყებენ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს ან შექმნიან ოჯახს. კირჩხიბი ქალბატონებისთვის სასიყვარულო ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება და თავს ბედნიერად იგრძნობენ.

ლომი

კარიერა და სამსახური
. ლომი აივსება ენერგიით, გაუჩნდება ბევრი ახალი იდეა და მოსალოდნელია, საინტერესო პროექტებიც წამოიწყოს. ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს წვრილმან უსიამოვნებებს, თორემ მოსალოდნელია, სამსახურში კონფლიქტური სიტუაციები შეექმნას.

ფინანსები. ლომთა უმრავლესობა  შეძლებს შემოსავლების ეტაპობრივად გაზრდას, განსაკუთრებით გაუმართლებს მას, ვინც გონებრივ შრომას ეწევა. ლომებმა წლის პირველ ნახევარში ფულის სესხებისას თუ კრედიტების აღებისას წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ.

ჯანმრთელობა
. 2015 წელს ლომებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად ექნებათ. ყურადღება უნდა გამოიჩინონ სარისკო და ექსტრემალურ სიტუაციებში და თავი განსაცდელში არ ჩაიგდონ. ყურადღება უნდა მიაქციონ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.

სიყვარული. ლომი მანდილოსნების პირადი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება. მესამე კვარტალში დიდი ალბათობით მათ ბედნიერება ეწვევა - ეს იქნება ან დაოჯახება, ან ოჯახურ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევა. ლომ მამაკაცებს მოუწევთ  სიყვარულისა და მზრუნველობის უანგაროდ გამოვლენა.

ქალწული

კარიერა და სამსახური
. არ არის გამორიცხული, გააქტიურდეს უცხოეთთან კონტაქტებიც. თუმცა, შრომისა და ორგანიზებული მოქმედებების გარეშე წარმატება სათუო გახდება.

ფინანსები.  ერთი მხრივ, ქალწული მოახერხებს ფინანსების სწორად განაწილებას, თუმცა, წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური სირთულეებიც, ამიტომ მთელი წლის ფინანსების მკაცრად გაკონტროლება მოუწევს.

ჯანმრთელობა. სასურველია, ქალწულმა იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოს, რადგან მაღალი იქნება ვირუსული დაავადებების რისკი. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეს ყელსა და სასუნთქ სისტემას. ასევე, ყურადღება მართებს წონის დაკლების მიზნით დიეტის დაცვისას - ზომიერება აუცილებელია.

სიყვარული. ეს წელი აქტიური იქნება ქალწული მამაკაცებისთვის, მოიმატებს ახალი კავშირების დამყარებისა და ფარული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა. ქალწულმა ქალებმა არ უნდა გააკრიტიკონ პარტნიორები და რაც მთავარია, მათ მიმართ ნდობა შეინარჩუნონ.

სასწორი


კარიერა და სამსახური. წლის პირველ ნახევარში სასწორის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სასიკეთო შედეგს წლის მეორე ნახევარში მოიტანს. წლის ბოლოს ეს შესაძლოა სამსახურებრივი დაწინაურებით, სოლიდური ფინანსური კომპენსაციით ან მეტად პოზიტიური ცვლილებით დასრულდეს.

ფინანსები. თუ სასწორი სრულად გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს და საქმიან კავშირებს, ფინანსური შემოსავლები მნიშვნელოვნად მოიმატებს. სასწორი კატეგორიულად უნდა მოერიდოს ფულის სარისკო საქმეებში დაბანდებასა და აზარტულ თამაშებს, რათა ფინანსურ მდგომარეობას დარტყმა არ მიაყენოს.

ჯანმრთელობა.  მუშაობის დაძაბულმა რეჟიმმა მოსალოდნელია სტრესი და ნერვული სისტემის დაძაბვა გამოიწვიოს. სასწორს მოუწევს ძალის დაზოგვა და პერიოდული დასვენება.

სიყვარული
. ეს წელი სასწორი ქალებისთვის გამორჩეული იქნება, დაოჯახებულების ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დასაოჯახებლების ცხოვრებაში ფლირტის ან სერიოზული ურთიერთობების დაწყების შანსი გაჩნდება. მამაკაცებს არ უნდა შეეშინდეთ პასუხისმგებლობის თავზე აღებისა, ასეთ შემთხვევაში მათ პარტნიორი სრულ ნდობას გამოუცხადებს.

მორიელი


კარიერა და სამსახური
. მორიელს 2015 წელს სამსახურებრივი წინსვლა იმ შემთხვევაში ექნება, თუ ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებს და კვალიფიკაციას აიმაღლებს. 

ფინანსები. ფინანსური კეთილდღეობისთვის მორიელს მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევს, რათა არა მხოლოდ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს, არამედ ეს მისთვის მომგებიანიც იყოს.

ჯანმრთელობა. ამ წელს მორიელის ჯანმრთელობა დიდწილად მის განწყობაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ სასურველია, ისწავლოს პოზიტიურად აზროვნება და კარგზე კონცენტრაცია. არ არის საჭირო სტრესულ სიტუაციებზე ყურადღების გამახვილება.

სიყვარული. მორიელი მამაკაცებისთვის მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. საჭირო იქნება თამამი მოქმედება. ის მორიელი ქალები, რომლებიც დაოჯახებულები არიან, უნდა გათავისუფლდნენ ეჭვიანობისა და შიშის გრძნობისგან, ეს მათ ბედნიერებას ხელს შეუშლის.

მშვილდოსანი


კარიერა და სამსახური.
მშვილდოსნების უმეტესობისთვის მთავარი ადრე დაწყებული საქმეების წარმატებით გაგრძელება ან დასრულება იქნება. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე ბიზნესს.

ფინანსები. თუ მშვილდოსანი საკუთარ ბიუჯეტს გონივრულად არ დაგეგმავს, მოსალოდნელია გაზაფხულის ბოლოს ვალების აღებამაც კი მოუწიოს, ამიტომ უნდა იზრუნოს გასავლების შემცირებასა და შემოსავლის გაზრდაზე. ზაფხული შედარებით იღბლიანი იქნება და შესაძლოა დაუგეგმავი შემოსავალიც გაუჩნდეს.

ჯანმრთელობა მთელი წელი სტაბილური ექნება, თუმცა, ყურადღებას მაინც ითხოვს ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და კუჭი. არ არის რეკომენდებული ფიზიკური გადატვირთვაც, განსაკუთრებით, თუ ფიზიკური სამუშაოთი არის დაკავებული.

სიყვარული
.  მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, პაემნებისა და ქორწინების ალბათობა. დაოჯახებული მშვილდოსნისთვის (განსაკუთრებით, მანდილოსნისთვის) ოჯახური ცხოვრება შედარებით ჰარმონიული გახდება.

თხის რქა


კარიერა და სამსახური. თხის რქას ამ წელს მეტი კონცენტრაცია და ბრძოლა მართებს, რათა კარიერული ზრდის შანსი არ გაუშვას ხელიდან.
ფინანსები. თხის რქას ფინანსური შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა უფრო 2015 წლის მეორე ნახევარში ექნება. მოთმინებითა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვით წლის ბოლოს ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი იქნება.

ჯანმრთელობა. ეს წელი სტაბილური იქნება, თუმცა, მოუწევს, იზრუნოს ხერხემალსა და ძვალ-სახსროვან სისტემაზე.  ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს მხედველობას.

სიყვარული. თხის რქა მანდილოსნებისთვის  შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში მოსალოდნელია მათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები. თხის რქა მამაკაცები იოლად გამოავლენენ დადებით თვისებებს და ღირსებებს, რაც მათ მანდილოსნების გულებისკენ გზას გაუხსნის.

მერწყული


კარიერა და სამსახური.
მერწყული სამსახურში იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ შეიყვარებს იმ საქმეს, რასაც აკეთებს. ასევე კარგი იქნება ახალი ნაცნობების წინადადებებისა და ინიციატივების გათვალისწინება.

ფინანსები. მერწყულს ამ წელს მოუწევს ეკონომიურობის გამოჩენა, რადგან გადამეტებული ხარჯების გამო შესაძლოა, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგეს.

ჯანმრთელობა.
ამ წელს მერწყულს ჯანმრთელობის პერიოდულად გაკონტროლება დასჭირდება. უნდა გაუფრთხილდეს შარდ-სასქესო სისტემასა და თირკმლებს.

სიყვარული. მერწყული ქალები სანამ ახალ რომანს ან თუნდაც უბრალო ნაცნობობას წამოიწყებენ, მანამდე ძველ ურთიერთობაში უნდა გაერკვნენ. ცვლილებები გაზაფხულსა და ზაფხულში იქნება და ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება მათ ბედზე მოახდენს გავლენას. მერწყული მამაკაცები ურთიერთობაში გულწრფელები თუ იქნებიან, წარმატებას მიაღწევენ, ოღონდ, თუ ეს სერიოზულ გრძნობაზე იქნება დამყარებული.

თევზები


კარიერა და სამსახური.
2015 წელი თევზებისთვის პერსპექტიული იქნება, განსაკუთრებით, აგვისტომდე პერიოდი. სამსახურებრივი საქმეები მოსალოდნელია იანვარ-თებერვალშივე აქტიური გახდეს და კონცენტრაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. საჭირო დროს დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს, რადგან მარტოს გაგიჭირდებათ სამსახურსა და კარიერასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

ფინანსები.
თევზებმა წლის პირველ ნახევარში უნდა შეძლონ გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამყარება. წლის მეორე ნახევარში ყურადღებას მოითხოვს საბანკო ვალდებულებები. უნდა მოერიდოთ ავანტიურისტული საქმეების წამოწყებას.

ჯანმრთელობა. თევზებს 2015 წლის დასაწყისშივე მოუწევთ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე ზრუნვა, ეს შეიძლება იყოს იმუნიტეტის გაძლიერება ან ნერვული სისტემის გამყარება. სასურველია, შეზღუდონ შაქარი და პურფუნთუშეული.

სიყვარული.
თევზები მანდილოსნებისთვის მოსალოდნელია ახალი ურთიერთობა ან ძველი სასიყვარულო ურთიერთობის სასიკეთო დასასრულამდე მიყვანა. თევზები მამაკაცებს მოუწევთ არსებული კავშირების განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანა, რაც ან სრული განხეთქილებით დასრულდება ან სამუდამო სასიყვარულო კავშირით.

მოამზადა ასტროლოგმარამაზ გიგაურმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით