2014 წლის ფოტოები (მსოფლიო) - კვირის პალიტრა

2014 წლის ფოტოები (მსოფლიო)

REUTERS-ის რჩეული ფოტოები

REUTERS-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სააგენტოა, სადაც  14000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის 2300 ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი და ოპერატორია. REUTERS-ი

მსოფლიოში 197 ბიუროს ითვლის. სააგენტო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებს. მათ შორის ცხელი წერტილებიდანაც და ყოველწლიურად საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. გთავაზობთ

2014 წლის რჩეულ ფოტოფაქტებს

სირიის ქალაქ ალეპოს რაიონ ალ-შაარის დაბომბვის შემდეგ

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თვითმფრინავის გამართვამდე გადაწყვიტა, თავი ბურთის თამაშით შეექცია

ვენესუელაში, ინფლაციასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, პოლიციის ფარებით შექმნილ ცოცხალ კედელს დემონსტრანტი შეახტა

ასე გამოიყურება არკანზასის შტატის ქალაქი ვილონა

ტორნადოს შემდეგ... ნანგრევებში მოყოლილი მანქანის ფანჯარაში ამერიკელმა თავისი ქვეყნის დროშა უტეხი სულის ნიშნად ააფრიალა

აშშ-ის შტატ ტეხასში, ხრამის პირას მდგარი

ძვირად ღირებული სახლის მფლობელები იძულებული გახდნენ, სახლის დანგრევას დასთანხმებოდნენ, რადგან კლდის ქანებმა პროგრესირებადი ეროზიის შედეგად დაშლა დაიწყო...