"ამობეჭდილი" პროთეზი ძაღლLისთვის - კვირის პალიტრა

"ამობეჭდილი" პროთეზი ძაღლLისთვის

ინვალიდ ძაღლს პროთეზები ე.წ. 3D პრინტერზე დაუმზადეს. 2  წლის ნაგაზი დერბი იმდენად დეფორმირებული წინა თათებით დაიბადა, რომ სიარული არ შეეძლო. წესით, უნდა დაეძინებინათ, თუმცა, ადამიანებმა სიცოცხლის შანსი მისცეს და წინა თათების დასაწყობი ურიკა დაუმზადეს, რითაც დერბი გადაადგილებას ახერხებდა. საბედნიეროდ, დერბი ინვალიდი ძაღლების თავშესაფარში მიიღეს, სადაც ტარა ანდერსონმა ნახა, რომელიც პარალელურად კომპანია 3D შყსტემს-შიც მუშაობდა. ტარა მიხვდა, რომ ასეთი ენერგიული ძაღლი მეტს იმსახურებდა და დერბის გასაჭირი თავის კოლეგებს უამბო. მათ ერთობლივად დააპროექტეს რკალისებრი და დერბის თათებისთვის მაქსიმალურად შესატყვისი პროთეზი. ის სპეციალური მასალით პრინტერზე "ამობეჭდეს". ნაგაზმა პროთეზით სიარულის გამოცდა იანვრის ბოლოს ჩააბარა და სირბილში ადვილად გაასწრო ადამიანებს. ბედნიერ დერბის რამდენიმე მილის გარბენა შეუჩერებლად შეუძლია. ძაღლი ახალმა პატრონებმა აიყვანეს, ხოლო ტარა ანდერსონი სხვა ინვალიდი ძაღლების დასახმარებელ პროექტებზე ფიქრობს.