ჰიუს "მესამე შვილი" - კვირის პალიტრა

ჰიუს "მესამე შვილი"

46 წლის  სუპერვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი თავის ძაღლთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე  ცოლ-შვილთან. ჯეკმანის ორივე შვილი - 14 წლის ვაჟი და 9 წლის გოგონა ნაშვილები არიან, რადგან მისი მეუღლე, მსახიობი დებორა ლი ფერნესი, მასზე 13 წლით უფროსია და ბავშვის გაჩენა დაუგვიანდა... ფრანგული ბულდოგის ლეკვი "დალი" ჰიუმ ბავშვებს მოუყვანა, მაგრამ ისე შეუყვარდა, რომ თავისუფალ დროს მასთან ატარებს. "რა ვქნა, ეს გოგონა ოჯახში ყველაზე უმცროსია", - აცხადებს ვარსკვლავი და ყოველდღიურად ასეირნებს დალის, რომელსაც ვეტერინარმა სიმსუქნე დაუდგინა და "ფიზკულტურა" გამოუწერა.