ანჯელინა, შვილს მიხედე! - კვირის პალიტრა

ანჯელინა, შვილს მიხედე!

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს 6 შვილი ჰყავთ. მათგან 3 საკუთარია, 3 ნაშვილები. საკუთარი შვილებიდან უფროსი გოგონა, შაილო, ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, თუმცა, უკვე ძალიან სერიოზული არჩევანი გააკეთა - მას აღარ სურს იყოს გოგონა! ცეცხლზე ნავთი კი ვარსკვლავმა მშობლებმა დაასხეს - ჯოლიმ და პიტმა განაცხადეს, ჩვენი გოგონა ბიჭობაზე ოცნებობს და უფლება აქვს, ბიჭივით ჩაიცვას. არც იმის წინააღმდეგი არიან, შაილოს ამიერიდან ჯონი დაუძახონ.

ყვითელმა პრესამ მაშინვე გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ გამართულ ფოტოსესიაზე შაილო ბიჭის სამოსში გამოწყობილი და ბიჭივით დავარცხნილი იყო. ტაბლოიდებმა ისიც გამოჩხრიკეს, რომ ანჯელინასა და პიტის ქორწინების ფოტოებზეც გოგონა ბიჭივით იყო გამოწყობილი.

მოკლედ, ამ ამბავმა ტოლერანტობით გამორჩეულ ამერიკაშიც კი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. განრისხებულმა გულშემატკივრებმა ვარსკვლავ წყვილს ბრალად დასდეს, რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მშობლის მოვალეობას და კატეგორიულად მოითხოვენ, დაარწმუნონ შაილო, რომ გოგოდ დარჩეს...