"საკასო" ჯენიფერი - კვირის პალიტრა

"საკასო" ჯენიფერი

"ფორბსის" მიხედვით 2014 წლის  ე.წ. საკასო რეიტინგში, რაც ჰოლივუდის ფილმებისთვის ყველაზე მეტი ფულის მომტანი მსახიობის გამოვლენას გულისხმობს, პირველ ადგილზე 24 წლის "ოსკაროსანი" ჯენიფერ ლოურენსი გავიდა. მსახიობის მონაწილეობით ორმა ფილმმა ("მშიერი თამაშები: ჩხიკვი-მიმბაძველი" და "იქს-ადამიანები: გასული მომავლის დღეები") მსოფლიო კინოგაქირავებაში 2014 წელს 1,4 მლრდ დოლარი მოაგროვა. ჟურნალის პროგნოზით, 2015 წელს "მშიერი თამაშების" ბოლო ნაწილი გამოვა, რომელიც კვლავ დიდშემოსავლიანი იქნება.

საკასო რეიტინგის მეორე ადგილზეა ფანტასტიკურ ბოევიკ "გალაქტიკის მცველების" გმირი კრის პრატი, რომელმაც ასევე გაახმოვანა მთავარი გმირი ფილმში "ლეგო". მისი მონაწილეობით ფილმებმა 1,2 მლრდ დოლარი მოიტანა.

მესამე ადგილზეა 30 წლის სკარლეტ იოჰანსონი. ფილმმა მისი მონაწილეობით: "პირველი შურისმაძიებელი: სხვა ომი" 1,18 მლრდ  მოაგროვა.

ათეულში კი მოხვდნენ: მარკ უოლბერგი (1 მლრდ), კრის ევანსი (801 მლნ), ემა სტოუნი (764 მლნ), ანჯელინა ჯოლი და ჯეიმს მაკევოი (758 მლნ), მაიკლ ფასბენდერი და ჰიუ ჯეკმანი (746 მლნ).