მზეჭაბუკის მოტაცება - კვირის პალიტრა

მზეჭაბუკის მოტაცება

შარშანდლიდან მოყოლებული, ბევრს ეცადა ერთ დროს მზეჭაბუკ არნოლდ შვარცენეგერის  მეუღლე მარია შრაივერი, მათი ვაჟი პატრიკი მომღერლის  - უსირცხვილობით ცნობილი მაილი საირუსის კლანჭებიდან დაეხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამ დროს კი ყოფილი გუბერნატორი და ჭარმაგი "კომანდო" გაცილებით ახალგაზრდა ქალებს დასდევდა და შვილისთვის არ ეცალა... მას შემდეგ, რაც 22 წლის მაილი  ბოიფრენდ ლიამ ჰემსვორთს დაშორდა, თვალი მაშინვე 21 წლის პატრიკს დაადგა. არნის უამრავ თაყვანისმცემელს დღემდე უკვირს, როგორ შეძლო მართლაც მზეჭაბუკივით პატრიკმა სკანდალური მომღერლის შეყვარება.

ასე იყო თუ ისე, ახალგაზრდებმა ახლახან მალიბუზე  ფარულად იქორწინეს, ცერემონია  სასტუმროს ნომერში გაიმართა. ყვითელი პრესა ირონიულად წერს, რომ არნი და მარია ბედს დამორჩილდნენ, თუმცა, სკანდალური მომღერლის ახირებული ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი...