პოზირება ძღვენის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

პოზირება ძღვენის სანაცვლოდ

დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იორქშირში მცხოვრებ ველური ბუნების პროფესიონალ ფოტოგრაფს, 42 წლის რობერტ ფულერს ორი ბუხრინწა დაუმეგობრდა. არადა, ბუხრინწა მეტად ფრთხილი ფრინველია და ადამიანებს ძალიან ერიდება, თუმცა, დამეგობრებაც მთლად უანგაროდ არ მომხდარა... "ისინი მახლობლად ბუდობენ. შარშან მათი გამრავლების პერიოდი უიღბლო სეზონს დაემთხვა და ერთი თვის მანძილზე თაგვებით ვამარაგებდი. საკმაოდ მალე მომენდვნენ. მართალია, ბუდესთან არ მიშვებდნენ, თუმცა, ძღვენს სიხარულით ელოდნენ და "პოზირებისთვისაც" ძალიან ახლოს მოდიოდნენ - ფოტოაპარატურას ისე მიეჩვივნენ, ყურადღებას აღარ აქცევდნენ. შედეგიც კარგი მივიღეთ - მე უნიკალური ფოტოები გადავიღე, მათ კი 4 ღლაპი გამოზარდეს", - ამბობს ფულერი.