დედის კვალს არ გაჰყვება - კვირის პალიტრა

დედის კვალს არ გაჰყვება

48 წლის სინდი კროუფორდის და მისი მეუღლის, კლუბებისა და რესტორნების ქსელის მფლობელ 52 წლის რენდი გერბერის  ქალიშვილს, 13 წლის ულამაზეს კაია გერბერს, დედის მსგავსად, ყველა სუპერმოდელის კარიერას უწინასწარმეტყველებდა. მით უმეტეს გოგონას სამოდელო ბიზნესის გამოცდილება უკვე აქვს - რამდენიმე წლის წინ ვერსაჩეს სახლის ე.წ. საბავშვო ხაზის სახე გახდა და საკმაოდ დამღლელ ფოტოსესიებს ბავშვობიდანვე გაეცნო. "ეს ყველაფერი საშინლად მოსაწყენია... სულაც არ ვარ გლამურული გოგო და საერთოდ, მოდელობა კი არა, მსახიობობა მსურს!", - განაცხადა კაიამ. სინდი თანახმაა, გოგონამ მომავალი თავად აირჩიოს. "მოდელობა მძიმე პროფესიაა. მე თავად უნივერსიტეტი მოდელობისთვის 18 წლისამ მივატოვე, თუმცა, ცნობილი მხოლოდ 26 წლის ასაკში გავხდი. გლამურული გოგონა კი არც მე ვიყავი - მამაჩემი ელექტრიკოსი გახლდათ, დედაჩემი კი ექთანი", - დასძენს კროუფორდი.