ბოლდუინი "მუშაობს" - კვირის პალიტრა

ბოლდუინი "მუშაობს"

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 56 წლის ალეკ ბოლდუინს მესამე შვილი შეეძინება. ამის შესახებ ქვეყანას მეტად ორიგინალურად ამცნო მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ, ჰილარიამ, რომელთან ერთადაც სუპერვარსკვლავი პატარა გოგონა კარმენ გაბრიელას ზრდის. ცნობას, რომ წყვილს 2015 წელს შვილი ეყოლება, ჰილარიამ ინსტაგრამში ორიგინალური ფოტო დაურთო: ოკეანის დაისის ფონზე მის წინ ცალ მუხლზე დაჩოქილ ბოლდუინს პატარა კარმენი უჭირავს, ის ხელისგულით ორსული ჰილარიას მუცელს ეხება, რომელსაც ორი ფინიაც ახლავს...  გამოჩენილი მსახიობის პირველი ცოლი სუპერვარსკვლავი კიმ ბესინჯერი გახლდათ, რომელსაც 2003 წელს გაეყარა. მათი მზეთუნახავი ქალიშვილი, მოდელი აირლენდ ბოლდუინი კი 19 წლისაა.