ის ვერ იქნება "უცნობი"
12-01-2015
ის ვერ იქნება "უცნობი"
თითქმის ერთი წელია, 28 წლის სუპერვარსკვლავი რობერტ პატინსონი ბრიტანელ მომღერალსა და კომპოზიტორს, 26 წლის ტალია ბარნეტს ხვდება და უცნაურია, რომ პაპარაცებმა შეყვარებულების ერთად გადაღება მხოლოდ რამდენჯერმე შეძლეს. გოგონას სახე კი თითქმის არავის უნახავს, რადგან ფოტოაპარატის დანახვისთანავე ტალია სახეს ნებისმიერი საშუალებით იფარავს. ბოლოს წყვილმა დრო მაიამის პლაჟზე გაატარა, სადაც ბევრი ვარსკვლავი ისვენებს. ამიტომ აქ უამრავი პაპარაცი “ნადირობს, თუმცა, ამჯერადაც ხელი მოეცარათ. ობიექტივის დანახვისთანავე ბარნეტმა სახეზე ეროტიკული წიგნი, "ვენერას სამკუთხედი", აიფარა... "არ
მინდა ცნობილი პირი ვიყო, ეს ავად მხდის", - აცხადებს მუსიკოსი. ყვითელი პრესა კი წერს, როგორ შეიძლება "უცნობად" დარჩეს "გრემის" ნომინანტი, რომელიც კაილი მინოუგთან ერთად  მღეროდა...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით