კამერონ დიასის ბედნიერება
12-01-2015
კამერონ დიასის ბედნიერება
როგორ არ ეცადა ჰოლივუდის "მთავარი შინაბერა", 42 წლის კამერონ დიასი ყველა დაერწმუნებინა, რომ  გათხოვება სულაც არ ეჩქარებოდა, მოსახდენი მაინც მოხდა -  5 იანვარს სუპერვარსკვლავი ცოლად გაჰყვა თავის უკანასკნელ საყვარელს,  როკჯგუფ "გუდ შარლოტის" გიტარისტსა და ვოკალისტს, 35 წლის ბენჯი მედენს. სხვათა შორის, ეს ორივესთვის პირველი ქორწინებაა. მანამდე კამერონის საყვარლები  იყვნენ ჯარედ ლეტო და ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბენჯის მედენის საყვარლები კი გახლდნენ:  პერის ჰილტონი, მოდელი ჰოლი მედისონი, მომღერალი სოფი მონკი.  
ქორწილის ცერემონია
ბევერლი ჰილზში, კამერონის ვილაში ფარულად გაიმართა, პატარძალმა ამბავი მეზობლებსაც დაუმალა - გააფრთხილა, რომ "ოქროს გლობუსით" დაჯილდოებასთან დაკავშირებით იკრიბებოდნენ. არადა, წინადღეს წყვილმა და მათმა ახლობლებმა ვილაში "ქორწილის რეპეტიცია" ჩაატარეს. დიასის მეჯვარეები გახდნენ დრიუ ბერიმორი, პირადი მდივანი ჯესიკა ლატცი და საკუთარი და შიმენი. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ
გვინეტ პელტროუ და რიზ უიზერსპურნი.

აღსანიშნავია, რომ ქორწილის წინადღეების ვიზიტორებს შორის რეპორტიორებმა რამდენჯერმე შეამჩნიეს იფატ ორენი - დრიუ ბერიმორის, რიზ უიზერსპურნის, ენ ჰეთუეისა და ნატალი პორტმანის ქორწილების ცნობილი ორგანიზატორი. ქორწილის ამბავი 2 საათით ადრე მაინც "გასკდა", თუმცა, პაპარაცები მხოლოდ შვეულმფრენიდან ოპერატიულად გადაღებულ  კამერონის კარ-მიდამოს ფოტოებს "გამორჩნენ".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით