ტელემარათონით- 57 მლნ დოლარი - კვირის პალიტრა

ტელემარათონით- 57 მლნ დოლარი

ვარსკვლავებმა ჰაიტის დასახმარებლად რამდენიმე ტელემარათონი გამართეს. მათგან ყველას დიდი უპირატესობით აჯობა მარათონმა, რომელიც თავად ინიციატორებს -

ჯორჯ კლუნისა და ჯეკ ნიკოლსონს მიჰყავდათ. მასში 100-ზე მეტი ესტრადისა თუ კინოს ცნობილი მსახიობი მონაწილეობდა (მათ შორის მეგავარსკვლავები: ბრუს სპრინგსტინი, მადონა, ბონო, სტინგი, სტივ უანდერი). შემოსულმა თანხამ 57 მლნ დოლარი შეადგინა.