სკოჩის სამოსი... - კვირის პალიტრა

სკოჩის სამოსი...

10 წელია აშშ-ში ამ დროს ტარდება სხვადასხვა ფერის სკოჩისგან დამზადებული წყვილთა "სადღესასწაულო სამოსის" ფესტივალი სახელწოდებით "გამოსაშვებ საღამოზე

გაჩხერილები". მასში ათიათასობით სკოლის მოსწავლე და კოლეჯის სტუდენტი მონაწილეობს, რომელთაგანაც გამარჯვებულად მხოლოდ ათი ცხადდება. ჟიური, გულშემატკივართა ხმებთან ერთად, სამოსის ორიგინალობას, კრეატიულობას, ფერთა სიმდიდრესა და გამოყენებული სკოჩის რაოდენობას ითვალისწინებს.