ენისტონის აღსარება - კვირის პალიტრა

ენისტონის აღსარება

სუპერვარსკვლავ ჯენიფერ ენისტონს, რომელიც ამჟამად ფრანგი მსახიობის, ჯასტინ ტერუს ცოლია, ხშირად მაინც ბრედ პიტის ყოფილ ცოლად მოიხსენიებენ. ახლახან კი ჯენიფერმა საქვეყნოდ აღიარა, რომ მის ცხოვრებაში კიდევ ყოფილა პირველი და მთავარი სიყვარული. მსახიობის თქმით, ისინი ერთად 5 წელი ცხოვრობდნენ. "ჩემს თავს დღემდე ვერ ვპატიობ, რომ მას დავშორდი. ახლაღა ვხვდები, ის იყო ის ერთადერთი სიყვარული, რომელიც ერთხელ გვეწვევა. მაგრამ მაშინ 25 წლის სულელი გოგო ვიყავი. ჩვენი დაშორების შემდეგ ის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, მაშინ  როცა სერიალ "მეგობრებში" როლზე დამამტკიცეს... დარწმუნებული ვარ, ჯასტინ ტერუ სწორედ მან გამომიგზავნა", - განაცხადა ენისტონმა ინტერვიუში, რომელშიც არც პიტის და არც პირველი შეყვარებულის სახელი ერთხელაც არ უხსენებია... ჟურნალისტებმა უცებ გამოთვალეს, რომ ჯენიფერის მთავარი სიყვარული ბროდვეის მსახიობი დანიელ მაკდონალდია.