"ფრთხილი ოპტიმიზმი" - კვირის პალიტრა

"ფრთხილი ოპტიმიზმი"

53 წლის მეგ რაიანზე საქმრო 10 წლით უფროსია. სუპერვარსკვლავს ქმარი - მსახიობი დენის კუეიდი 2001 წელს დასცილდა - მეგმა მას თრილერ "სიცოცხლის მტკიცებულების" გადაღებებისას რასელ ქროუსთან უღალატა.

2006 წელს მეგ რაიანმა 3 წლის ჩინელი გოგონა დეიზი ტრუ იშვილა, 2011 წლიდან კი ცხოვრობს როკმუსიკოს ჯონ მელენკამპთან, რომელმაც მისი გულისთვის მეუღლე და ორი შვილი მიატოვა.  მელენკამპმა ახლახან შეყვარებულს ხელი სთხოვა.

ყვითელი პრესა ირონიულად წერს, - გამოცდილი რაიანი წინადადებას "ფრთხილი ოპტიმიზმით" დათანხმდაო.