მშობლების განაჩენი: ან ფული, ან მაილი - კვირის პალიტრა

მშობლების განაჩენი: ან ფული, ან მაილი

როგორც წინასწარმეტყველებდნენ, სკანდალური მომღერლის, 23 წლის მაილი საირუსისა და არნოლდ შვარცენეგერის ვაჟის, 21 წლის პატრიკის ფარულ ქორწინებას გაგრძელება მოჰყვა. მშობლების და ახლობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომლებიც უკმაყოფილონი არიან პატრიკის არჩევანით, ის მაილისთან განშორებას არ აპირებს. ბოლოს და ბოლოს, მშობლებმა საქმეში "მძიმე არტილერია" - ფული ჩართეს და შვილს ულტიმატუმი წაუყენეს: ან ფული, ან მაილი!

არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის გადაწყვეტილებით, თუ მათი ვაჟი მაილი საირუსს არ დაშორდება, 25 წლის შესრულებისას, მის სახელზე მშობლების მიერ გახსნილი სპეციალური ანაბრიდან 50 მლნ დოლარს ვეღარ მიიღებს. ეს იდეა მარია შრაივერს მას შემდეგ მოუვიდა აზრად   კამათისას, არნოლდმა შვილს რომ დაუჭირა მხარი.

პატრიკს კიდევ 4 წელი აქვს მდგომარეობის "გამოსასწორებლად".