მზეთუნახავი და ინსტაგრამი - კვირის პალიტრა

მზეთუნახავი და ინსტაგრამი

სუპერვარსკვლავ ლივ ტაილერის მამამ, "აეროსმიტის" სოლისტმა და ლიდერმა სტივენ ტაილერმა, ინსტაგრამზე თავისი ორსული შვილის ფოტო დადო წარწერით: "ამქვეყნად საკუთარი შვილის საკუთარ შვილზე უკეთესი არაფერია ".

ლივ ტაილერი შარშან გაზაფხულზე მეორედ გათხოვდა - საფეხბურთო აგენტ დეივ გარდნერს გაჰყვა ცოლად. სექტემბერში კი წყვილმა განაცხადა, რომ შვილი ეყოლებათ. ტაილერს ჰყავს 10 წლის ვაჟი, მაილო, პირველი ქმრის, მუსიკოს როისტონ ლენგდონისგან. მამის მოუთმენლობაზე კი ორსულმა ახლობლებს უთხრა: "მამილო სტივენი ისედაც მსოფლიოში ცნობილი გადარეულია. ჩემმა ორსულობამ კი სულ გააგიჟა. ალბათ, ყველა ბაბუა ამ ჭკუაზეა."