იზაბელა - რიგითი დალაქი - კვირის პალიტრა

იზაბელა - რიგითი დალაქი

მაშინ, როცა ტომ კრუზის 8 წლის ვარსკვლავგოგონა სური კრუზი (ის მესამე ცოლთან, კეტი ჰოლმსთან შეეძინა) ნამდვილი გლამურული ცხოვრებით ცხოვრობს, მისი უფროსი და - ტომისა და მისი მეორე ცოლის, ნიკოლ კიდმანის ნაშვილები 21 წლის იზაბელა ჯეინ კრუზი ცდილობს, საერთოდ არ მოხვდეს პრესის თვალში. თუმცა პაპარაცებმა მაინც დაადგინეს, რომ იზაბელა ჯეინი, რომელმაც პარიკმახერობის 30-კვირიანი კურსები უკვე გაიარა, ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და სამუშაოზეც მოეწყო რიგით დალაქად.

ყვითელი პრესა ირონიულად აღნიშნავს, რომ მისი სუპერვარსკვლავი მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ იზაბელას სწავლის ფული, 15 000 გირვანქა სტერლინგი ერთობლივად გადაუხადეს, შესაძლებელია ლონდონში ჩასვლისას შვილის კლიენტები გახდნენ.