60 წლის "პირადი მცველი"
26-01-2015
60 წლის "პირადი მცველი"
ახლახან აშშ-ში გაიმართა ყოველწლიური ე.წ. "კინოკრიტიკოსთა არჩევანით" დაჯილდოების (Critics’ Choice Movie Awards) საიუბილეო, მე-20 ცერემონია. მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე დაჯილდოებულთა შორის გამოჩნდნენ მეგავარსკვლავები, საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ცენტრში კევინ კოსტნერი და მისი მეორე მეუღლე კრისტინ ბაუმგარტნერი აღმოჩნდნენ, რაც არავის გაჰკვირვებია.

საქმე ისაა, რომ 18 იანვარს გამოჩენილი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი 60 წლის გახდა! "მრგვალი" იუბილე სუპერვარსკვლავს მთელმა საზოგადოებამ, ორივე ცოლმა და 7-მა შვილმა მიულოცეს. კევინის პირველი ცოლი 1978 წლიდან 1994
წლამდე  თანაკლასელი სინდი სილვა გახლდათ, რომელთანაც "პირად მცველს" 3 შვილი ჰყავს. 2004 წელს კოსტნერმა 19 წლით უმცროს კრისტინ ბაუმგარტნერზე იქორწინა, რომელმაც ასევე 3 შვილი აჩუქა. კიდევ ერთი - "მრავალშვილიან იუბილარს" მოდელ ბრიჯით რუნისთან შეეძინა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით